ბიზნესი
06/10/2020

“08 ჯგუფმა” ბაზარზე ახალი პროდუქტი გამოიტანა

“08 ჯგუფმა”  ვებ-გვერდი  www.infoshop.ge შექმნა, რომელიც მომხმარებელს საქართველოში მოქმედი კომპანიების შესახებ ინფორმაციას სთავაზობს.

“08 ჯგუფმა” ბაზარზე ახალი პროდუქტი, ვებ-გვერდი  www.infoshop.ge გამოიტანა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს იპოვოს ბიზნეს ინფორმაცია 70,000-ზე მეტი აქტიური კომპანიის შესახებ საქართველოში. საიტის მეშვეობით, მომხმარებელებს შეუძლიათ სასურველი კომპანიების მოძიება 100-ზე მეტი კრიტერიუმის მიხედვით და შერჩეული კომპანიების შესახებ ბიზნეს ინფორმაციის მარტივად გადმოწერა. მონაცემების გამოყენება შესაძლებელია როგორც სასურველი სეგმენტისთვის შეთავაზებების გასაგზავნად და ბიზნესის გაყიდვების გასაზრდელად, ისე კვლევითი და სხვა მიზნებისათვის.

როგორც “08 ჯგუფში” აცხადებენ, InfoShop-ის კონკურენტულ უპირატესობას მისი გამოყენების სიმარტივე, ინფორმაციის ხარისხი და მისი გუნდი წარმოადგენს.

“08 ჯგუფი” საინფორმაციო კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2008 წლიდან მოღვაწეობს და ფლობს ბიზნეს ინფორმაციის ყველაზე დიდ და სანდო მონაცემთა ბაზას საქართველოში.

კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს როგორც ინფორმაციის რეგულარულად მოძიება, დამუშავება და განახლება, ისე მომხმარებლებლისათვის ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდება. “08 ჯგუფი” აერთიანებს სხვადასხვა პროდუქტებს და სერვისებს: საინფორმაციო ქოლ-ცენტრ 11808-ს და სხვადასხვა აუთსორსულ მომსახურებას.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

სოფლის მეურნეობა

"სეტყვის საწინააღმდეგო ქართული ბადეები იმპორტირებულზე 30-40%-ით იაფი ღირს"
01

27/09/2023
ფინანსები

"ჯიპიაი ჰოლდინგი" ყველაზე სანდო სადაზღვევო კომპანიაა
02

25/09/2023
საზოგადოება

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე 400 ვაკანსიას აცხადებს - ხელფასი ₾2500- 3000
03

27/09/2023
ენერგეტიკა

"შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტით დაინტერესება არაერთმა ახალმა ქვეყანამ გამოთქვა"
04

26/09/2023
ფინანსები

ვის რამდენით ეზრდება ხელფასი, პენსია და სოციალური დახმარება - ძირითადი პარამეტრები
05

29/09/2023
ფინანსები

გიორგი ამზაშვილი: ბოლო პერიოდში, ბიზნესის შემფასებლის პროფესია პრესტიჟული გახდა
06

25/08/2023