ბიზნესი
11/04/2021

"საქართველოს რკინიგზის" დირექტორთა საბჭოში ცვლილებაა

„საქართველოს რკინიგზის“ დირექტორთა საბჭოში ცვლილებაა.

რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების დირექტორი კახა გუდიაშვილი გახდა, რომელმაც ამ პოსტზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაწინაურებული გურამ გურამიშვილი ჩაანაცვლა.

გუდიაშვილი კარიერა „საქართველოს რკინიგზაში“ 1994 წლიდან იწყება, ამ დრომდე სატვირთო გადაზიდვების ფილიალის დირექტორის მოადგილე იყო.  

შეგახსენებთ, გურამ გურამიშვილი 5 მარტიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეა.

Businesspartner