სოფლის მეურნეობა
05/01/2021

2021 წელს საქართველო მოცვის 25 უმსხვილეს ექსპორტიორს შორის იქნება

2023 წლისთვის მოცვის ექსპორტმა საქართველოდან შესაძლოა 5000 ტონას მიაღწიოს, - პროგნოზი EastFruit-ს ეკუთვნის.

EastFruit-ის ანალიტიკოსების შეფასებით, ამჟამად, საქართველოში მოცვის პლანტაციები 1000 ჰა ტერიტორიას მოიცავს და აქტიურად ფართოვდება.

„ჩვენი შეფასებით, 2020 წელს, საქართველოში დაახლოებით 750 ტონა მოცვის მოსავალი მოვიდა, რომლის 89% - 665 ტონა ექსპორტზე გავიდა, დანარჩენით ქვეყანაში არსებული მოთხოვნილება დაკმაყოფილდა“, - აცხადებს FAO-ს წარმომადგენელი ანდრეა იარმაკი.

თუკი არ იქნება ამინდის სერიოზული ანომალიები, უკვე 2021 წელს საქართველოში მოცვის მოსავალმა 1300-1500 ტონა უნდა შეადგინოს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2021 წელს, საქართველო შეძლებს მოცვის ექსპორტიორი 25 უმსხვილესი ქვეყნის სიაში შევიდეს.

2020 წელს საქართველომ ექსპორტზე ჯამში 3.8 მლნ დოლარის მოცვი გაიტანა. ექსპორტის უდიდესი წილი - 95% რუსეთზე მოდის. 12 ტონა გავიდა პოლონეთში, 6-8 ტონა კი, სომხეთში, არაბთა გაერთიანებული საამიროებსა და უკრაინაში.

 

 

Businesspartner