ტურიზმი
08/04/2021

ღვინის ეზო N1 ახალ მიმართულებებს ავითარებს

ოჯახური ტურისტული ობიექტი „ღვინის ეზო N1“ ახალი მიმართულებებს ავითარებს. ეს არის საერთაშორისო პროექტები, რომელიც მიმართული იქნება არაფორმალურ განათლებაზე, კულტურათა გაცვლაზე. კომპანიამ ყვარლის რაიონში ამ მიზნით უკვე შექმნა საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც საქმიანი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

„ღვინის ეზო N1"-ის დამფუძნებელმა პროექტის გაფართოებასა და ტექნიკით აღჭურვაზე გრანტიც მოიპოვა. როგორც თიკა დუღაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, პროექტის მიზანი ადამიანების მთელი მსოფლიოდან თავმოყრა, კულტურათა ერთ სივრცეში დიალოგი და ინტერნაციონალური გარემოს შექმნაა. 

"აწარმოე საქართველოში" გრანტის მოპოვება ჩვენთვის ძალიან დიდი სტიმულია. პირველი გრანტით შევძელით ღვინის ჩამოსხმა და საწარმოო ხაზის გამართვა, ახლახანს მიღებული გრანტით კი საკონფერენციო სივრცის მოწყობას ვგეგმავთ, ამისთვის ჩვენს ეზოში არსებული ძველი შენობა საკუთარი რესურსით განვაახლეთ. მისთვის საბოლოო სახის მიცემას, თანამედროვე ტექნიკითა და ყველა საჭირო ინვენტარით მოწყობას კი მოპოვებული გრანტით ვგეგმავთ.

სოფლად ნაკლებად არის მსგავსი საკონფერენციო-საგანმანათლებლო სივრცები, ამიტომ გვინდა ამით ხელი შევუწყოთ საქმიანი ტურიზმის და რეგიონის განვითარებას. სივრცეს ისეთი საერთაშორისო პროექტებისთვის გამოვიყენებთ, როგორიცაა ევროკავშირის პროექტები, ღვინის სკოლა, რომელიც საბოლოო ეტაპზეა. ეს შესაძლებლობას მოგვცემს ვუმასპინძლოთ ტრენინგებს, კონფერენციებს, გამოფენებს, კულტურულ ღონიძიებებს და ა.შ.“ – აღნიშნავს თიკა დუღაშვილი.

„ღვინის ეზო N1" ადგილობრივების წარმოებული პროდუქტების რეალიზაციის ხელშეწყობააცაა. ახალი მიმართულებებისა და პროექტების განვითარება კი თავისთავად რეგიონის განივათრებასა და ტურისტული მიმზიდველობის გაზრდას შეუწყობს ხელს. 

ოჯახური ტიპის ტურისტული ობიექტი  „ღვინის ეზო N1“-ის ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში მდებარეობს და აერთიანებს ღვინის, აგრო, გასტრო, ეკო, ეთნო ტურისტულ მიმართულებებს.

„ღვინის ეზო N1“-ში შესაძლებელია რამდენიმე სახეობის ადგილზე წარმოებული ქვევრის ღვინისა და არყის დეგუსტაცია, სახელობითი ღვინის ჩამოსხმა, კულინარიულ მასტერკლასებზე დასწრება, რთველში მონაწილეობა და სხვა ბევრი საინტერესო აქტივობის განხორციელება. კომპანია თიკამ ოჯახთან ერთად ორი წლის წინ დააფუძნა და უკვე ასობით ქართველ თუ უცხოელ სტუმარს უმასპინძლა.

 

Businesspartner